მადრიდულმა გაზეთმა Marca–მ ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ გახდება 2010–2011 წლების სეზონის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. გულშემატკივრებმა უპირატესობა “ბარსელონას” თავდამსხმელ დავიდ ვილას მიანიჭეს.
ესპანელ ფორვარდს მხარი გამომკითხველის 34%–მა დაუჭირა. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი არგენტინელი ლიონელ მესი გავიდა, რომელმაც 20.7%–ის მხარდაჭერა მიიღო. მესამეზე მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გავიდა 20%–ით. მეოთხე ადგილი პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა (17%). რაც შეეხება მეხუთე პოზიციას, 4%–ით ამ ადგილზე “ატლეტიკოს” ფეხბურთელი დიეგო ფორლანი გავიდა.
წყარო: championat.ru



