workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: „10 წლის წინ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა“

მესი: „10 წლის წინ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა“

16 ნოემბერი ლიონელ მესის კარიერაში განსაკუთრებული დღეა. ზუსტად 10 წლის წინ, 2003 წლის 16 ნოემბერს, არგენტინელმა ამომავალმა ვარსკვლავმა “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო თამაში ჩაატარა. ეს მოხდა “პორტუსთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში.

ლიონელ მესი იმ დღეს შემდეგნაირად იხსენებს: “2003 წლის 16 ნოემბერი, ჩემთვის, განსაკუთრებული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს ახდა ჩემი ბავშვობის ოცნება.

იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო და ის მომენტი ჩემთვის განსაკუთრებული იყო.

მახსოვს, რომ ვარჯიშის შემდეგ, ჩემთან ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი ხოსეპ კოლომერი მოვიდა და მითხრა, რომ პირველ გუნდში მიმიწვიეს. მან მირჩია თამაშით დავმტკბარიყავი, მაგრამ დაბრუნების შემდეგ კონცენტრაცია ახალგაზრდული გუნდის თამაშზე მომეხდინა.

მაშინ, მშობლებმა მირჩიეს, რომ სიამოვნება მიმეღო ყველაფრისგან, რაც ხდებოდა და არაფერი შემეცვალა, უბრალოდ, ყველაფერი ისევე გამეგრძელებინა.

ვფიქრობ, მოვახერხე და იგივე ადამიანად დავრჩი. გავიზარდე და ბევრი ღირებული რამ ვისწავლე, მაგრამ იგივე ადამიანი ვარ.” – აცხადებს ლიონელ მესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward