“ბარსელონას” ყოფილი ექიმი ხორდი არდევოლი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ლიონელ მესის ბოლოდროინდელი ტრავმიანობა იმითაა გამოწვეული, რომ არგენტინელმა, გასულ სეზონში მიღებული დაზიანების ბოლომდე მკურნალობა ვერ მოასწრო.
“მესი მინდორზე მანამ არ უნდა დაბრუნებულიყო, სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდებოდა. მე სწორედ ასე მოვიქცეოდი, თუმცა შორიდან მსჯელობა უფრო ადვილია.
ასეთ შემთხვევაში, არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ფეხბურთელის სურვილი მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, გუნდისთვის მისი საჭიროება, გარშემომყოფთა ზეწოლა როგორც სპორტული, ასევე კომერციული თვალსაზრისით, მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოება.
შვებულების დროს, იმისათვის, რომ მესი ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყო, მისთვის მკურნაობის უფრო მკაფიო გეგმა უნდა შეედგინათ.” – აცხადებს “ბარსას” ყოფილი ექიმი ხორდი არდევოლი.