workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი “ფერენც პუშკაშის” ჯილდოსთვის იბრძოლებს

ნეიმარი “ფერენც პუშკაშის” ჯილდოსთვის იბრძოლებს

ცნობილი გახდა იმ 10 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო გოლის ავტორობისთვის იბრძოლებენ. მათ შორისაა “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარიც.

ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდოზე FIFA-მ ის გოლი წარადგინა, რომელიც ნეიმარმა, ბრაზილიის ნაკრების მაისურით, იაპონიას გაუტანა. ეს გასულ ზაფხულში, კონფედერაციის თასზე მოხდა, როდესაც ნეიმარი უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას კატალონიური გუნდის მაისურით თამაში ჩატარებული ჯერ არ ჰქონდა.

ნეიმარის გარდა, 2013 წლის საუკეთსო გოლის ავტორობისთვის იბრძოლებენ: პეტერ ანკერსენი, ლიზა დე ვანა, ანტონიო დი ნატალე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პანაგიოტის კონე, დანიელ ლუდუენა, ნემანია მატიჩი, ლუიზა ნეციბი და ხუან მანუელ ოლივერა.

წლის საუკეთესო 10 გოლის ხილვა, ისევე როგორც ხმის მიცემა, შეგიძლიათ ამ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, ნეიმარმა ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო ერთხელ უკვე მიიღო, ხოლო 2012 წელს, მისი გოლი მე-3 ადგილზე გავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward