როგორც მოგეხსენებათ არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ინგლისის ერთ-ერთი გრანდის დატოვება რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა. მას სურდა უკეთეს გუნდში თამაში და კატალონიის “ბარსელონა” მისთვის საუკეთესო ვარიანტია გამოავლინოს საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები. ხავიერ მასკერანოში “ბარსელონამ” 17,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი (ანუ 22 მილიონი ევრო, 26 მილიონი ამერიკული დოლარი) გადაიხადა.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა კაპიტანმა კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გაფორმა, მანამდე მას 5 სააათიანი სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწია და მასკერანო უკვე “ბარსელონელია.”
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასკერანო ამ ოთხი წლის მანძილზე მხოლოდ ხელფასის სახით 90 მილიონ ევროს (114 მილიონი ამერიკული დოლარი) მიიღებს, რაც ურიგო თანხა ნამდვილად არაა.
მასკერანოს თქმით მას არასოდეს უფიქრია ესპანეთში კარიერის გაგრძელებაზე, თუმცა მან ჟურნალისტებს ხუმრობით უპასუხა: “ცხოვრებაში ერთხელ გადავუხვიე და ისიც კატალონიისაკენ.”
მაკერანომ აგრეთვე ისაუბრა მის მომავალ თანაგუნდელებზე და საკუთარი პოზიციის ფეხბურთელები განსაკუთრებით აღნიშნა. მას აქედანვე კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად უდიდესი შრომა მოუწევს.
“ჩემ პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელები თამაშობენ “ბარსელონაში”. თქვა სან ლორენცოში დაბადებულმა ფეხბურთელმა.
“მე უტვინო უნდა ვიყო აქ რომ სათადარიგო სკამის “სახეხად” გადმოვსულიყავი, მე მაქვს იმის ამბიცია და შესაძლებლობები, რომ “ბარსელონას” ღირსეული ფეხბურთელი გავხდე. მე ვითამაშებ ფეხბურთელებთან რომელთაც ყველაფერი მოიგეს მათ კარიერაში. ეს უდიდესი გამოცდილება და სტიმულია.
თქვენ წარმოიდგინეთ, მე გადმოვედი კლუბში, რომელსაც მოედანზე სამი ნახევარმცველი ყავს და აქედან სამივე მსოფლიოს ჩემპიონი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი საუკეთესოები არიან მსოფლიოში.
“ბარსელონა” ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს იგებს, მე მოვირგე ამ კლუბის მაისური იმისათვის, რომ კლუბს ამ მოგებათა სერიის გაგრძელებაში დავეხმარო. დრწმუნებული ვარ მომავალში ვიტყვი, რომ კატალონიაში გადასვლამ მე უკეთეს ფეხბურთელად მაქცია.”
“ბარსელონას” პირველი გუნდის ექიმი რიჩარდ პრუნა ესაუბრა Barcelona TV-ის ჟურნალისტს მასკერანოს ფიზიკურ მდგომარეობაზე:
“ეს იყო ხუთსაათიანი დამღლელი სამედიცინო პროცედურა, რომლის შემდეგაც ჩვენ ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, მისი ფიზიკური კონდიციები და ჯანმრთელობა ნამდვილად აღმაფრთოვენებელია ნებისმიერი ექიმისთვის.”
დოქტორმა პურნამ აღნიშნა, რომ “ბარსელონას” ფანები არ უნდა შიშობდნენ მასკერანოს ტრამვების გამო, რადგან ის შესანიშნავ ფორმაშია.
“მისი გულის და სისხლძარღვების მდგომარეობა საშუალებას იძლევა ვთქვათ, რომ ის ძალიან დიდ ხანს არ დაიღლება მოედანზე. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მასკერანომ მხოლოდ ერთხელ მიიღო ტრავმა, ეს ძალიან კარგია.”
ხავიერ მასკერანოს “ლივერპულის” დატოვება და სხვა კლუბში კარიერის გაგრძელება, ჯერ კიდევ რაფაელ ბენიტესის დროს სურდა. მას უნდოდა ისეთ კლუბში თამაში რომელსაც მეტი ამბიცია და პერსპექტივა ექნებოდა. მასკერანოს ინგლისის დატოვების პირადული მიზეზიც გააჩნდა, მისი ოჯახი ინგლისურ ჰავას და ცხოვრების პირობებს ვერ შეეგუა და მას ლივერპულში ცხოვრება მარტოს უხდებოდა, ესპანური გარემო კი არგენტინელისათვის თითქმის მშობლიურია.
თავდაპირველად “ლივერპულმა” “ბარსელონას” 17 მილიონ ფუნტიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა მასკერანოს აზრის გათვალისწინებით ისინი საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ მასკერანო “ლივერპულმა” სამი წლის წინ “ვესტ-ჰემისაგან” 18 მილიონ ფუნტად შეიძინა.
მასკერანომ უკვე გამართა ვარჯიში “ბარსელონას” მაისურით, ის კლუბთან 7 სექტემბრამდე დარჩება და 7 სექტემბერს ბუენოს-აირესში გაფრინდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ამხანაგურ მატჩში არგენტინის ეროვნულ ნაკრებსა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს შორის.
როგორც მოგეხსენებათ არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ინგლისის ერთ-ერთი გრანდის დატოვება რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა. მას სურდა უკეთეს გუნდში თამაში და კატალონიის “ბარსელონა” მისთვის საუკეთესო ვარიანტია გამოავლინოს საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები.
ხავიერ მასკერანოში “ბარსელონამ” 17,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი (ანუ 22 მილიონი ევრო, 26 მილიონი ამერიკული დოლარი) გადაიხადა.არგენტინის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა კაპიტანმა კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გაფორმა, მანამდე მას 5 სააათიანი სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწია და მასკერანო უკვე “ბარსელონელია.”აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასკერანო ამ ოთხი წლის მანძილზე მხოლოდ ხელფასის სახით 90 მილიონ ევროს (114 მილიონი ამერიკული დოლარი) მიიღებს, რაც ურიგო თანხა ნამდვილად არაა.
მასკერანოს თქმით მას არასოდეს უფიქრია ესპანეთში კარიერის გაგრძელებაზე, თუმცა მან ჟურნალისტებს ხუმრობით უპასუხა: “ცხოვრებაში ერთხელ გადავუხვიე და ისიც კატალონიისაკენ.”
მაკერანომ აგრეთვე ისაუბრა მის მომავალ თანაგუნდელებზე და საკუთარი პოზიციის ფეხბურთელები განსაკუთრებით აღნიშნა. მას აქედანვე კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად უდიდესი შრომა მოუწევს.”ჩემ პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელები თამაშობენ “ბარსელონაში”. თქვა სან ლორენცოში დაბადებულმა ფეხბურთელმა.
“მე უტვინო უნდა ვიყო აქ რომ სათადარიგო სკამის “სახეხად” გადმოვსულიყავი, მე მაქვს იმის ამბიცია და შესაძლებლობები, რომ “ბარსელონას” ღირსეული ფეხბურთელი გავხდე. მე ვითამაშებ ფეხბურთელებთან რომელთაც ყველაფერი მოიგეს მათ კარიერაში. ეს უდიდესი გამოცდილება და სტიმულია.
თქვენ წარმოიდგინეთ, მე გადმოვედი კლუბში, რომელსაც მოედანზე სამი ნახევარმცველი ყავს და აქედან სამივე მსოფლიოს ჩემპიონი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი საუკეთესოები არიან მსოფლიოში.
“ბარსელონა” ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს იგებს, მე მოვირგე ამ კლუბის მაისური იმისათვის, რომ კლუბს ამ მოგებათა სერიის გაგრძელებაში დავეხმარო. დრწმუნებული ვარ მომავალში ვიტყვი, რომ კატალონიაში გადასვლამ მე უკეთეს ფეხბურთელად მაქცია.”
“ბარსელონას” პირველი გუნდის ექიმი რიჩარდ პრუნა ესაუბრა Barcelona TV-ის ჟურნალისტს მასკერანოს ფიზიკურ მდგომარეობაზე:
“ეს იყო ხუთსაათიანი დამღლელი სამედიცინო პროცედურა, რომლის შემდეგაც ჩვენ ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, მისი ფიზიკური კონდიციები და ჯანმრთელობა ნამდვილად აღმაფრთოვენებელია ნებისმიერი ექიმისთვის.”
დოქტორმა პურნამ აღნიშნა, რომ “ბარსელონას” ფანები არ უნდა შიშობდნენ მასკერანოს ტრამვების გამო, რადგან ის შესანიშნავ ფორმაშია.
“მისი გულის და სისხლძარღვების მდგომარეობა საშუალებას იძლევა ვთქვათ, რომ ის ძალიან დიდ ხანს არ დაიღლება მოედანზე. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მასკერანომ მხოლოდ ერთხელ მიიღო ტრავმა, ეს ძალიან კარგია.”
ხავიერ მასკერანოს “ლივერპულის” დატოვება და სხვა კლუბში კარიერის გაგრძელება, ჯერ კიდევ რაფაელ ბენიტესის დროს სურდა. მას უნდოდა ისეთ კლუბში თამაში რომელსაც მეტი ამბიცია და პერსპექტივა ექნებოდა. მასკერანოს ინგლისის დატოვების პირადული მიზეზიც გააჩნდა, მისი ოჯახი ინგლისურ ჰავას და ცხოვრების პირობებს ვერ შეეგუა და მას ლივერპულში ცხოვრება მარტოს უხდებოდა, ესპანური გარემო კი არგენტინელისათვის თითქმის მშობლიურია.
თავდაპირველად “ლივერპულმა” “ბარსელონას” 17 მილიონ ფუნტიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა მასკერანოს აზრის გათვალისწინებით ისინი საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ მასკერანო “ლივერპულმა” სამი წლის წინ “ვესტ-ჰემისაგან” 18 მილიონ ფუნტად შეიძინა.
მასკერანომ უკვე გამართა ვარჯიში “ბარსელონას” მაისურით, ის კლუბთან 7 სექტემბრამდე დარჩება და 7 სექტემბერს ბუენოს-აირესში გაფრინდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ამხანაგურ მატჩში არგენტინის ეროვნულ ნაკრებსა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს შორის.
წყარო: soccerway.com