workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: „აზრიანი ფეხბურთი ვითამაშეთ“

მარტინო: „აზრიანი ფეხბურთი ვითამაშეთ“

“ბეტისთან” მოგებული თამაშის (4:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო დაფიქსირებული შედეგით კმაყოიფლი ჩანდა, მაგრამ არგენტინელმა აღიარა, რომ მისი გუნდი პირველ ნახევარ საათში ვერ ბრწყინავდა.

“ის თამაში ვითამაშეთ, რომლის თამაშიც “ბეტისს” პირველ 30 წუთში სურდა. მეტოქე საკმარისად ბევრ თავისუფალ სივრცეს გვიტოვებდა. “ბეტისმა” გოლი შეხვედრის პირველ ნახევარ საათში დაიმსახურა. როდესაც სესკმა მე-3 გოლი გაიტანა, თამაში დასრულდა. ჩვენ საკმაოდ აზარიანი თამაში ჩავატარეთ.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც კარგი პასი აქვთ. მათთვის, საგოლე მომენტის შექმნა იოლია. თუმცა, პირველ ნახევარ საათში, პასი არ გვივარგოდა. ეს არ უნდა დავივიწყოთ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა შემდეგ.”

ხერარდო მარტინომ განსაკუთრებით აღნიშნა სესკ ფაბრეგასის თამაში: “ფაბრეგასს შეუძლია პასის გაკეთება, გატანა, შეტევის დაწყება და დასრულება. ის იმ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებსაც თამაშის არსი კარგად ესმით.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward