“ბეტისთან” მატჩში, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, “ბარსელონას” ლიდერომა, ლიონელ მესიმ მორიგი ტრავმა მიიღო. ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი ხნით გამოაკლდება ფეხბურთელი გუნდს.
მიმდინარეობდა დაახლოებით მე-20 წუთი, როდესაც მესიმ ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც, მის ნაცვლად მოედანზე ანდრეს ინიეტას შევიდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ არგენტინელს ბარძაყის ტრავმა აქვს. თუ რამდენი დრო დასჭირდება მესის მკურნალობას, ეს ხვალ, დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.