კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, 42 წლის ქარიზმატულმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ შეხვედრებს დიდი მოლოდინით ელოდება.
“ჩვენ გვსურს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ, სწორედ ამიტომ შევეცდებით “ცსკა” და “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე დავამარცხოდ. “ბაიერნი” უკვე გაუთანაბრდა “ბარსელონას”, ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით. მე ეს ძალიან მახარებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამ რეკორდს მოსკოვში მოვხსნით. ავღნიშნავ, რომ იუპ ჰაინკესმა გუნდის ამ მიღწევებში უდიდესი წვლილი შეიტანა.” – განაცხადა, გვარდიოლამ.