ნახევარმცველი “ბარსაში” გატარებული 2 სეზონით ძალიან კმაყოფილია.
“ამ კლუბმა მე ყველაფერი მომცა. ჩვენ მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მინდა, რომ კიდევ მეტი და მეტი ტიტული შევმატოთ კლუბს.” განაცხადა კეიტამ.
სეიდუმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა საკუთარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიმართ: “გვარდიოლა კარგ მწვრთნელთან ერთად ძალიან კარგი ადამიანია. იგი თავის გამოჩენის შანსს ყველას აძლევს, ვისაც გუნდის დახმარება გულით უნდა.”
ფეხბურთელმა ასევე ყურადღება გაამახვილა “ბარსელონას” მიერ დაარსებულ ფონდზე, რომელიც გაჭირვებულ ხალხს ეხმარება. “ეს არის მეტი ვიდრე კლუბი. ეს ორგანიზაცია ჩემს ქვეყანაში ბავშვებს ეხმარება, რითიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს”. დაასრულა კეიტამ.



