workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

ხავიერ მასკერანოსა და ისააკ კუენკას სავარჯიშო მოედანზე დაბრუნება, ასევე ხორდი ალბას მორიგი ტრავმა – ესაა გასული კვირის “ბარსელონას” მთავარი სიახლეები. ამ და კიდევ 7 მნიშვნელოვან სიახლეს ქვემოთ გაგაცნობთ.

1) ტატა მარტინო Fòrum Fundació-ზე

ტატა მარტინო Fòrum Fundació-ს მთავარი მოქმედი პირი იყო. გუნდის მთავარი მწვრთნელი ღონისძიებას კლუბის ლეგენდასთან, კარლეს რეშაკთან ერთად დაესწრო.

[media=http://www.youtube.com/watch?v=pqkoTHyq3MA]

2) კუენკა გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა

კატალონიელი ფეხბურთელი, რომელმაც ოპერაცია გასულ ივნისში გაიკეთა, გუნდთან ერთად ვარჯიშს სამშაბათს დაუბრუნდა.

3) ქალთა გუნდის ფრე ჩემპიონთა ლიგაზე

“ბარსელონას” ქალთა საფეხბურთო გუნდმა, “მინიესტადიზე” გამართულ შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგის მატჩი 0:0 დაასრულა. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, კატალონიელთა მეტოქე დანიური “ბრონდბიუ” იყო. განმეორებითი თამაში ოთხშაბათს გაიმართება.

4) მასკერანო გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა

კუენკასთან ერთად, ვარჯიში განაახლა ხავიერ მასკერანომაც, რომელმაც ტრავმა “სოსიედადთან” გამართულ მატჩში მიიღო.

5) ტესტ-მატჩი “სან ანდრეუს” წინააღმდეგ

ხუთშაბათს, სავარჯიშო სესია “სან ანდრეუს” წინააღმდეგ ტესტ-მატჩის გამართვასაც შეიცავდა. “ბარსამ” 4:1 მოიგო. გოლები კალვეტმა, მუნირმა, დენის სუარესმა და პლანასმა გაიტანეს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=JxENTiRcgpE]

6) ხორდი ალბა კვლავ ტრავმირებულია

ხუთშაბათის ვარჯიშზე, ხორდი ალბამ კუნთის მორიგი ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ის მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

7) კატალონიის ჩემპიონატის გამარჯვებული!

ხავი პასკუალის მიერ გაწვრთნილი “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი, ხუთშაბათს ღამით, კატალონიის ჩემპიონი გახდა. ჟირონაში გამართულ ფინალში, “ბარსამ” “ჟოვენტუტი” 85:73 დაამარცხა.

8) განსხვავებული სავარჯიშო სესია

პირველი გუნდის პარასკევის ვარჯიში მხოლოდ ფიტნესს დაეთმო.

[media=http://www.youtube.com/watch?v=wXS9l39Qjds]

9) ერთი ნაბიჯი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე

ესპანეთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ბელარუსს 2:1 სძლია, ხოლო ალექსის სანჩესის ჩილემ კოლუმბიასთან 3:3 ითამაშა. ორივე ამ გუნდს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე, ძალიან ცოტა აშორებს.

10) გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდმა მოგებით დაიწყო

“ბარსელონას” გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნმა OK ლიგა “ვოლტრეგასთან” 8:4 მოგებით დაიწყო. გოლები პაბლო ალვარესმა (3), რაულ მარინმა (3) და ტორამ (2) გაიტანეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward