ბარსელონას შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ფეხბურთელად შეიძლება ჩაითვალოს. იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება მიღწეულია და ორშაბათს ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. შეთანხმების თანახმად მოთამაშე ახალ სეზონს მილანში გაატარებს, რომლის დასრულების შემდეგ იტალიურ კლუბს უფლება ექნება 24 მილიონ ევროდ საბოლოოდ გამოისყიდოს მასზე უფლებები. წინასწარი მონაცემებით იტალიელები სეზონის დასრულებისთანავე იბრასთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. თავად ფეხბურთელის განმარტებით მას ბარსაში დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა გვარდიოლასთან გაუგებარი სიტუაციის გამო კლუბის გამოცვლა მოუხდა.
წყარო: www.TotalBarca.com