workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ბარტრა: “ტატას როტაციები ყველას ფხიზლად ყოფნის საშუალებას გვაძლევს”

მარკ ბარტრა: “ტატას როტაციები ყველას ფხიზლად ყოფნის საშუალებას გვაძლევს”

“ვალიადოლიდთან”მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მარკ ბარტრამ შოუში “El Marcador” მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელმა მის მიერ ჩატარებულ თამაშებზე, ფორმასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

“თამაში იმ მუშაობის ჯილდოა, რომელიც ამ კლუბში წლების განმავლობაში ჩავდე. ახლა ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ, თუმცა ზედმეტად არა. ყველა ფეხბურთელი მშვიდადაა, როდესაც იცის, რომ მას ათამაშებენ. ერთადერთი რაც მე შეიმიძლია სავარჯიშო სესიებზე ბევრი მუშაობა და თავდაუზოგავად თამაშია.”

22 წლის ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელზეც ისაუბრა: “მისი როტაციები ყველას ფხიზლად ყოფნის საშუალებას გვაძლევს. რაც იას ნიშნავს, რომ სათამაშოდ არა მხოლოდ 11 არამედ ყველა ფეხბურთელი ყოველთვის მზადაა.”

ბარტრამ ახალ თანაგუნდელ ნეიმარზეც ისაუბრა: “ნეიმარი კარაგდ მოეწყო გუნდში. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.” ბოლოს კი ესპანელმა მის მიზნებზეც ისაუბრა: “2013/14 წლებში ჩემი მიზანი ამბიციის შენარჩუნება იქნება … პროფესიულ ზრდას განვარგძობ და გავაუმჯობესებ იმ ასპექტებსაც, რომლებიც ჩემი საუკეთესო მხარეა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward