- გუშინ ჩილელმა ფეხბურთელმა არა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, არამედ საგოლე გადაცემაც გააკეთა და კარში 4ჯერ დაარტყა.
- “ბარსელონამ” ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
- “ბარსელონას” ერთი გამარჯვება სჭირდება რათა “რეალ მადრიდის” რეკოდს – ზედიზედ 9 გამარჯვებას გაუთანაბრდეს. დედაქალაქელებმა ეს რეკორდი 1968/69 წლებში დაამყარეს.
- ლიგის უკანასკნელ 64 შეხვედრაში კატალონიელებმა მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეძლეს.
- ტატა მარტინო არის პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ 9 მატჩის მოგება მოახერხა. ეს მაჩვენებელი მის სამწვრთნელო კარიერაშიც რეკორდულია.
- ყოველთვის, როდესაც რომელიმე გუნდი ზედიზედ 8 შეხვედრაში იგებდა, ის ლიგის თასის მფლობელი ხდებოდა. “რეალ მადრიდმა” ეს 1962, 69 და 1988 წლებში შეძლო. მიმდინარე სეზონზე კი მსაგვსი შედეგი ორ გუნდს აქვს, “მადრიდის” ატლეტიკომ დღეს “სელტას” 2-1 სძლია.
- “ბარსას” ფეხბურთელებმა “კამპ ნოუზე” ლიგის ზედიზედ 19-ე თამაში მოიგეს, მას შემდეგ რაც 2012 წლის ოქტომბერს “რეალთან” დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
- “ბარსელონა” არის გუნდი, რომელმაც “ვალიადოლიდს” ყველაზე მეტჯერ (54) მოუგო და ყველაზე მეტი (193) გოლი გაუტანა. ამ ორ გუნდს ერთმანეთის წინააღმდეგ 83 მატჩი აქვს ჩატარებული.
- ჩავიმ მიმდინარე სეზონზე მეორე გოლი გაიტანა. მან პირველად “ლევანტეს” კარში შეაგდო ბურთი. საერთო ჯამში ესპანელს “ბლაუგრანას” მაისურით 81 გოლი აქვს გატანილი.
“ბარსელონა”- “ვალიადოლიდი”: საინტერესო ფაქტები
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.