workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ვალიადოლიდი”: ტატა მარტინო მატჩის წინ

“ბარსელონა”-“ვალიადოლიდი”: ტატა მარტინო მატჩის წინ

ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი კვლავ დაუმარცხებელია. ფეხბურთელები “შაბათს” “კამპ ნოუზე” “ვალიადოლიდს” უმასპინძლებენ იმ იმედით, რომ კარგ შედეგს კვლავ შეინარჩუნებენ. მატჩის წინ ტატა მარტინომ პრესკონფერენცია გამართა: “ჩემთვის მიმდინარე სეზონზე გამართული თითოეული მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო. ხვალინდელი შეხვერდა დაგვეხარება ვნახოთ განიცდის, თუ არა გუნდი რეგრესს… ვიმედოვნებ, რომ ხვალაც კარგ მატჩს ჩავატარებთ.”

მარტინომ აღნიშნა, რომ გუნდმა პირველი მატჩის შემდეგ სერიოზული პროგრესი განიცადა. მწვრთნელს მიაჩნია, რომ სეზონის დაწყებიდან გუნდმა სწორი გეზი აიღო საიდანაც არც ერთხელ გადაუხვევია.

ისევე, როგორც შოტლანდიაში ხვალინდელ მატჩშიც ტატას მთავარი საქმე მესის შემცვლელის მოძებნა იქნება: “ნეიმარი, ჩესკი და ალექსისი განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები არიან. ამიტომ ყოველი მატჩისთვის საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით. ყველა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობის შესაბამისად უნდა ითამაშოს. ისინი აუთენტურები უნდა იყვნენ და შეეცადონ საკუთარი თამაში აჩვენონ და არ დაემსგავსონ სხვას.”

ნეიმარზე მთავრმა მწვრთნელმა განაცხადა: “გუნდისთვის ის განსაკუთრებულ სამუშაობს ასრულებს. ალექსისი კი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ხშირად გვიკვრს, თუ რატომ აკრიტიკებენ მას ასე უხეშად, ნაცვლად იმისა, რომ მის მიერ შესრულებულ დადებით სამუშაოს გაუსვან ხაზი.”

ტატა მარტინომ დაცვის ხაზზე, განსაკუთრებით კი კარლეს პუიოლზე ისაუბრა, რომელიც სულ მალე დაუბრუნდება გუნდს: “ის კარგად გამოიყურება. ჩვენ ახლახანს ვისაუბრეთ და კარლესმა მითხრა, რომ 19 ოქტომბერს “ოსასუნასთან” გასამართი მატჩისთვის უკვე სრულიად მზად იქნება.”

“როტაციები გუნდს ზიანს ნამდვილად არ აყენებს. ჩვენ ძლიერ გუნდებთან გვიწევს შებრძოლება ამიტომ ეს საუკეთესო ვარიანტია” – განაცხადა მწვრთნელმა, როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ ითამაშებდა მასკერანოსა და პუიოლის დაბრუნების შემდეგ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward