დღეს, “ხუეგოს მედიტერანეოსის” მოედანზე “ბარსელონა” პრიმერა დივიზიონში ახლად დაბრუნებულ “ალმერიას” დაუპირისპირდება და შეეცდება ისტორიული, ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვოს. აღსანიშნავაია, რომ “ალმერიას” დაბუნების შემდეგ არც ერთი მატჩი არ მოუგია და 15 გაშვებული გოლით ლიგის ცხრილში მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს.
ამ შედეგის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს ანდალუსიური კლუბის შემტევი ფეხბურთელები, რომელთაგან ყველაზე საშიში “ლა მასიას” აღზრდილი როდრია. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონზე ოთხჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
გუნდების სიახლეები
“ბარსელონა” – გუნდს დაუბრუნდა ჩესკ ფაბრეგასი, რომელმაც “რეალ სოსიედათან” სამშაბათს გამართული მატჩი გამოტოვა. გუნდის ყველაზე დიდი დანაკლისი კი ალბათ ხავიერ მასკერანოა, რომელმაც ტრავმა ამავე შეხვერდაში, ბუსკეტსთან შეჯახებისას მიიღო.
ასე, რომ მიმდინარე სეზონზე პირველად სასტატრო შემადგენლობაში მარკ ბარტრა მოგვევლინება, რომელიც პიკესთან ერთად დადგება დაცვის ხაზში. რაც შეეხება ფლანგებს, დანი ალვესი და მარტინ მონტოია მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშებენ, რადგან ტატა მარტინოს გადაწყვეტილებით ადრიანო უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის დაისვებეს. არგენტინელმა შესაძლოა სერხიო ბუსკეტსიც დაასვენოს. ალექს სონგმა გასულ ვიკენდზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ვინ ითამაშებს დღეს ? ეს მხოლოდ ტატას გადასაწყვეტია.
ასევე ტატა მარტინომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ ფეხბურთელებს დააყენებს ნახევარდავაში. აქ მას ნამდვილად დიდი არჩევანი აქვს: ჩავი, ანდრეს ინიესტა, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი …
რაც შეეხება თავდასხმას, როგორც მთავარმა მწვრთნელმა პრესოკნფერენციაზე განმარტა ნეიმარს დასვენება ესაჭიროება, ამიტომ სავარაუდოდ დღეს კრისტიან ტელიოს ვიხილავთ. უკვე დროა ამ ფეხბურთელს თამაშის შანსი მისცენ. თუმცა არც ისაა გამორიცხული ტატა მარტინომ სანჩესი–მესი–პერდოს ტრიო დააყენოს. თუ გავითვანლისწინებთ პედროს თამაშს გასულ ვიკენზდე ეს ნადვილად რეალური პროგნოზია.
“ალმერია” – გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ მარცხენა მცველი კრისტიან ფერნანდესი დაუბრუნდა.
ბოლო შეხვედრა:
“ბარსელონა” 3–1 “ალმერია”, 9 აპრილი 2011 – ლა ლიგა
ამ შეხვერდაში კატალონიელებმა მეორე ტაიმში განხორციელებული ე.წ ქამბექით შეძლეს სამი ქულის მოპოვება. მესის დუბლისა, რომელთაგან ერთი არგენტინელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა და ტიაგოს გოლის შემდეგ კატალონიელები ლა ლიგის მოგებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
სავარაუდო შემადგენლობა:
“ბარსელონა” (4–3–3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, მონტოია, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, პედრო, მესი, სანჩესი.
“ალმერია” (4–2–3–1): ესტებანი, რაფიტა, ტრუხილიო, პალერანო, დუბარბიერი, ტებარი, ვერსა, სუსო, სორიანო, ვიდალი, როდრი.