ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, უეფამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან ხერარდ პიკე და, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: ვილანდი (კოპენჰაგენი), გიბსი (არსენალი), პიკე (ბარსელონა), ლუიზაო (ბენფიკა), ალაბა (ბაიერნი), სალაჰი (ბაზელი), მოტა (პსჟ), ტეიშეირა (შახტარი), მესი (ბარსელონა), რუნი (მანჩსეტერი), რონალდუ (რეალი).
როგორც ხედავთ, “ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც სიმბოლურ გუნდში 2 წარმომადგენელი ჰყავს.