workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრა საბრძოლველად მზად არის

ბარტრა საბრძოლველად მზად არის

კატალონიის “ბარსელონას” 22 წლის ესპანელი მცველი, მარკ ბარტრა აცხადებს, რომ იგი მზად არის კლუბის შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლისათვის. ახალგაზრდა ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს იმედებს გაამართლებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას “ბარსელონა” აქტიურად იყო დაინტერესებული ტიაგო სილვათი და დავიდ ლუიზით, თუმცა ვერცერთის ყიდვა ვერ შესძლეს. იტყობინება, El Mundo Deportivo.

ბარტრამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, “აიაქსის” წინააღმდეგ (4:0) ათი წუთი ითამაშა იმედი აქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისათვის უფრო მეტად იბრძოლებს.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “კამპ ნოუზე” რამოდენიმე წუთი ვითამაშე. მე მაქვს ყველაფერი იმისათვის, რათა კლუბის ხელმძღვანელობას დავუმტკიცო, რომ არ არის აუცილებლობა კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენისა.” -განაცხადა, ბარტრამ. 

აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ფეხბურთელს “ბარსელონას” რიგებში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც ერთი გოლის გატანაც მოახერხა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward