ოფიციალურად: ბარსელონამ ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო

ოფიციალურად: ბარსელონამ ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლიდანაც ირკვევა რომ კატალონიურმა კლუბმა სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული ცილისწამების დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საჩივრის შეტანამდე, სავალდებულო მორიგების მოთხოვნა წარუდგინა”რეალ მადრიდის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს.

ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მის მიერ 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციასა და მომდევნო დღეს ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებით.

მოთხოვნის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ამ მოთხოვნის მთავარი მიზანია, ბატონმა პერესმა უარყოს ის კონკრეტული განცხადებები, რომლებიც მან მათი სიყალბის წინასწარი შეცნობის მიუხედავად გააკეთა და რომლებიც არის ცილისმწამებლური, რითაც კლუბის იმიჯსა და რეპუტაციას ზიანს აყენებს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნას დროული და სათანადო რეაგირება არ მოჰყვება, “ბარსელონა” პროცესს გააგრძელებს და შესაბამის სისხლის სამართლის საჩივარს ოფიციალურად შეიტანს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 14 ივნ 2026, 15:37

    კიდევ კარგი თუ გაიღვიძეს. თავზე უნდა ჩამოაცვა თავისი გაბერილი პამპერსი ამ ხრონწიან ბებერს.

  • kuko
    kuko გულშემატკივარი
    schedule 13 ივნ 2026, 03:22

    სისხლის სამართალი უკვე სერიოზული სარჩელია

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 13 ივნ 2026, 00:43

    ეგრე მიაწვეს ბარსა და სახეს გააძრობენ პერეს, გაუფრინა იმ ბებერმა თავი ღმერთი ჰგონია. ყველაფერი კი არ შერჩება ხახვივით

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 12 ივნ 2026, 21:19

    არაფერი არ უნდა შეარჩინონ საერთოდ მართლა გადაისხეს სახეზე უკვეე

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 12 ივნ 2026, 21:12

    გვიანიც არის 2 წლის წინ უნდა ეჩივლათ სუპერ ლიგისან გამოსვლასაც თუ აპირებდა ლაპორტა ფრანკოს გუნდი რომ უწოდა ბარსას მაგ დროს უნდა ეჩივლათ და ახლა აქაც არ იქნებოდა ეს სირი

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 12 ივნ 2026, 20:59

    ძაან ბევრი მოუვიდა პერესს ამ სიბერეში იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი იმიჯს უფუჭებს და აზიანებს არა ბარსელონას არამედ რეალს და სირცხილია, როგორც მინიმუმ ეს არის დამცირება საკუთარი თავის და კლუბის რომელსაც წარმოადგენ