workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი კონტრშეტევებს არ გამორიცხავს

მესი კონტრშეტევებს არ გამორიცხავს

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში მოვიდეს დრო და კატალონიის “ბარსელონამ”, კონკრეტულ მატჩში, კონტრშეტევებზე თამაში არჩიოს.

როგორც იცით, ბოლო წლებში, “ბარსა” აქცენტს გამუდმებით ბურთის კონტროლზე აკეთებდა. ხერარდო მარტინოს გუნდში მოსვლის შემდეგ შეინიშნება, რომ არგენტინელი სპეციალისი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს, რასაც ლიონელ მესი მიესალმება.

“რაც უფრო მეტი ვარიანტი გვექნება, მით უკეთესია. გვექნება დღეები, როდესაც ბურთის ფლობა იქნება უკეთესი. ასევე იქნება დღეები, როდესაც ავტობუსს კართან ჩვენ ჩავაყენებთ და კონტრშეტევებზე ვითამაშებთ. ჩვენ სწრაფი ფეხბურთელები და კარგი მეპასეები გვყავს.

ბოლოს, მესიმ ტატა მარტინოს, რომელსაც ცოტა ხნის წინათ მამა გარდაეცვალა, თანადგომა გამოუცხადა: “სამწუხარო ამბავი მოხდა. ყველა ჩვენგანი მას მხარს ვუჭერთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward