პატრის ევრა ლამინ იამალზე: მას ცოცხლად შევჭამდი

პატრის ევრა ლამინ იამალზე: მას ცოცხლად შევჭამდი

ESPN-თან საუბრისას, ვეტერანმა ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ, საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ ითამაშებდა თავის საუკეთესო წლებში “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლამინ იამალის წინააღმდეგ.

“ჰკითხეთ კრიშტიანუს, ჰკითხეთ მესის”

მას ცოცხლად შევჭამდი. ვწუხვარ, ლამინ. მიყვარხარ… მაგრამ ჰკითხეთ კრიშტიანუს, ჰკითხეთ მესის, ჰკითხეთ სხვა ფეხბურთელებს, როცა ისინი მიპირისპირდებოდნენ – მოედანზე კარგი მეგობარი ნამდვილად არ ვყოფილვარ.

პატრის ევრას ლიონელ მესის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია. ფრანგმა მცველმა მხოლოდ ერთხელ მოიგო. მას მესის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალი აქვს წაგებული – ორჯერ “მანჩესტერ იუნაიტედის”, ერთხელ კი “იუვენტუსის” შემადგენლობაში. ამ სამ ფინალში ლეომ თავი 2 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ქვემოთ სურათზე კი მესის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ ერთ-ერთ გოლს ხედავთ.

ლიონელ მესი, პატრის ევრა

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Flick
    Flick ახალბედა
    09 ივნ 2026, 03:43

    ვაი შე ბუნების შეცდომავ 😅

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    08 ივნ 2026, 16:22

    ესეთ კვერც კომენტარებს მარტო ფეისბუქზე თუ წაიკითხავს კაცი, რა გჭირთ ბიჭო კაცი ეპოქის საუკეთესო მარცხენა ვინგერი იყო კარლოსის მერე ეს იყო საუკეთესო, ესეთი ლანძღვა რა შუაშია მესი რომ გადირკავდა მას რათ უნდა თქმა მაგრამ მართლაც ვერ მეგობრობდა ესეც სულ უხეშობდა და მაგას ამბობს ლამინ მიყვარხარ მაგრამ მოედანზე დაგჩეხავდიო რა სოფლიდან ხართ ვინები ხართ

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    08 ივნ 2026, 02:33

    2011 წლის ფინალის მერე ხმას როგორ იღებს საერთოდ

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    07 ივნ 2026, 23:31

    ასეთი განცხადებების აზრი რა არის?

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    07 ივნ 2026, 18:07

    კი კაი მცველი იყო მაგრამ ბარსამ მაგრად ათრია მარტო მესიმ კი არა😂😂

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    07 ივნ 2026, 17:44

    ამის შეჭმული არ გაიშვა, რამოსი და პეპე რიგრიგობით ურტყავდნენ ლეოს და ერთი ყოველთვის თამაშის დამთავრებამდე ტოვებდა მინდორს.

  • 1899
    1899 ახალბედა
    07 ივნ 2026, 17:21

    😁😁😁😁😁😁 ეს რა ღლე ჰყავს გამჩენს))))

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    07 ივნ 2026, 12:37

    სადაც დაგიჭირა იქ გიხმარა მესიმ შე ცოდო😂😂😂 ამას ჰგონია მაგარი ფეხბურთელი იყო. იამალიც ისე გაფორთხიალებდა როგორც მესი თავის დროზე. მაქსიმუმ იამალის ძღრენი ჭამო.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    07 ივნ 2026, 12:35

    ძველი ამბავია, კაი ხნის წინ თქვა ეგ.