workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი საფარი მზადაა

ახალი საფარი მზადაა

“კამპ ნოუზე” მინდვრის ახალი საფარის დაგება, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობდა, დასრულებულია და “ბარსელონას” საშინაო არენა “სევილიასთან” გასამართი მატჩის სამასპინძლოდ მზადაა.

ახალი საფარის დაგება გასულ შაბათ-კვირას მიმდინარეობდა. “კამპ ნოუზე” 8 ათას კვადრატულ მეტრზე ბალახი გამოიცვალა. შემდეგ ეტაპზე, ის პირები, რომლებსაც მინდვრის მოვლა ევალებათ, შეამოწმებენ, მზად არის თუ არა ახალი საფარი “სევილიასთან” გასამართი მატჩის სამაპინძლოდ.

ამჟამად, ბალახი 30 მილიმეტრზეა გაკრეჭილი, თუმცა, უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით, თამაშის დღეს, ბალახი 22-24 მილიმეტრზე გაიკრიჭება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward