როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონას” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა საბოლოოდ გაწერა ზაფხულის გეგმები – ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რაფინია მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახა, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.
მეორე მსოფლიო ჩემპიონატი რაფინიასთვის
“ბარსელონას” გარემარბმა “ბლაუგრანას” ბოლო გამარჯვებაში, “ბეტისის” წინააღმდეგ, დუბლი შეასრულა. მისმა კარგმა ფორმამ განაპირობა ის, რომ იგი მოხვდა ბრაზილიის საბოლოო განაცხადში, რომელიც შეეცდება, ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად მოიგოს ტიტული. რაფინიასთვის ეს მეორე მსოფლიო თასი იქნება მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის კატარის მუნდიალზე იასპარეზა – “ბლაუგრანაში” გადმოსვლიდან მალევე.
2022 წელს მან ხუთი შეხვედრა ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებში, რომელიც მეოთხედფინალურ ეტაპზე ხორვატიასთან დამარცხდა. 2026 წელს ანჩელოტის გუნდი უფრო შორს წასვლას გეგმავს, რასაც C ჯგუფიდან დაიწყებს, სადაც “სელესაოს” მეტოქეები 2022 წლის ნახევარფინალისტი მაროკო, შოტლანდია და ჰაიტი იქნებიან.
“ბარსელონას” 29 წლის შემტევს ბრაზილიის ნაკრებში 37-ჯერ უთამაშია. მის აქტივში 11 გოლია.
აბა იქნებ რამე გააფხლაკუნოს დაქცეულმა ბრაზილიამ
მიდი ბებერო ლიდერობა უნდა აიღო შენს თავზე.
არა მართლა შოკი იყო პედრო როგორ ამოაგდო კარლომ🙄
აბა ჰე ფინალამდე მიდი და იქ არგენტინასთან წააგე.
ნახევარფინალში ჯდებიან თუ გაქაჩეს მაქამდე. იქამდე ურუგვაი ყავს არგენტინას და პორტუგალია მეოთხედში…
Ჟოაუ პედრო არ წაიყვანა რაც ჩვენთვის კარგი ამბავია ფასი დაუვარდება ამით
ჟოაუ პედრო მერე ვის რა ფეხებად უნდა? ეგაა ლაპორტა, გპირდება ტოპ ფეხბურთელებს და მერე ჩალიჩობს გავარდნა ფეხბურთელებზე, რადროს პედრუა, მასეთი და უკეთესი გორესი გვყავს, თუარადა გადახედეთ სტატებს