ალექს სონგის კამერუნის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ეს მას შემდეგ, რაც კამერუნელებმა ლიბიას სძლიეს და მე-2 ეტაპის ჯგუფი მოიგეს.
ჯგუფის ბოლო მატჩში, ლიბიასთან შინ გამართულ შეხვედრაში, კამერუნს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ “ლომებმა” 1:0 მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
საკვალიფიკაციო ციკლის მე-3 ეტაპზე 10 გუნდი გავიდა. 16 სექტემბერს გაიმართება წილისყრა, რომელიც ამ გუნდებს დააწყვილებს. მე-3 რაუნდის პირველი მატჩები 11-15 ოქტომბერს, ხოლო განმეორებითი – 15-19 ნოემბერს ჩატარდება.
ლიბიასთან გამართულ შეხვედრაში, ალექს სონგმა მოედანზე 86 წუთი დაჰყო.