workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
რეკორდების მოლოდინში: რისი მიღწევა შეუძლია ბარსელონას სეზონის ბოლომდე?

რეკორდების მოლოდინში: რისი მიღწევა შეუძლია ბარსელონას სეზონის ბოლომდე?

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის მთავარი ინტრიგა აღარ არსებობს და ტურნირის გამარჯვებული ცნობილია, “ბარსელონას” მოტივაციის ნაკლებობა ნამდვილად არ აწუხებს. კატალონიურ გრანდს წინ კიდევ რამდენიმე ისტორიული მიზანი აქვს, რომელთა გადალახვაც მიმდინარე გათამაშებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

გთავაზობთ იმ რეკორდების ჩამონათვალს, რომელთა დამყარებაც “ბარსელონას” ჯერ კიდევ შეუძლია:

  • 100 ქულა: ამ მომენტისთვის გუნდს 91 ქულა აქვს. საოცნებო 100-ქულიან ზღვარს რომ მიაღწიოს, “ბარსელონამ” დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს. წინ მატჩებია “ალავესის”, “რეალ ბეტისისა” და “ვალენსიას” წინააღმდეგ.
  • უნაკლო საშინაო სერია: მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 18 საშინაო მატჩიდან “ბარსელონამ” თვრამეტივე მოიგო. თუ გუნდი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბოლო ტურში “რეალ ბეტისს” დაამარცხებს, ის სეზონს 100%-იანი საშინაო მაჩვენებლით დაასრულებს (19-დან 19 გამარჯვება).
  • გოლი ყველა მატჩში: “ბარსელონამ” ლა ლიგის 35-ვე ტურში მოახერხა მეტოქის კარის აღება. იმისთვის, რომ სერია სრულყოფილი გახდეს, გუნდმა დარჩენილ 3 შეხვედრაშიც უნდა გაიტანოს.
  • კვლავ 100 გოლი: კატალონიელებს შანსი აქვთ, ზედიზედ მეორე სეზონში გადალახონ 100-გოლიანი ბარიერი. ამჟამად მათ აქტივში 91 გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 3 ტურში 9 ბურთის გატანაა საჭირო.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 მაი 2026, 13:16
    #12

    რეკორდების შანსი არ არის. ჯობია ახალგაზრდები გამოაწრთოთ ძირითადისთვის, დეკუს იმედხე ჩემი მტერი იყოს.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 13 მაი 2026, 15:40
    #10

    9 გოლი გაჭირდება

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 12 მაი 2026, 16:24
    #9

    დავდებთ ყველა მაგ ციფრს

  • barca9999
    barca9999 გულშემატკივარი
    schedule 12 მაი 2026, 03:43
    #7

    გილიცავთ ყველას… ვისკა ბარსა💙❤️👏💪. 100 ქულა 12/13 შიც გვაქ ანაღები

  • Ronaldinho_
    Ronaldinho_ ახალბედა
    schedule 12 მაი 2026, 02:31
    #6

    გილოცავთ ყველას მოგებას Bakero ვარ თავიდან დავრეგისტრირდი იმიტომ რომ 6 ! ჯერ ავტორიზაცია ვერ გავიარე ამიტომ გადავწყვიტე ახლიდან დავრეგისტრირებულიყავი ახალი (სხვა) ნიკით საიტის განახლების შემდეგ საიტს მაგრად უჭირს ფაქტია ! იმედია გარკვეული დროის შემდეგ ხარვეზები გამოსწორდება

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 12 მაი 2026, 12:26
      #8

      შეიცვალე რა ამ ექაუნთზე სახელი. ბაკერო დააწერე ისევ ტო. იმას ვართ შეჩვეული💙❤️

    • პენდრაგონი
      პენდრაგონი ვეტერანი
      schedule 13 მაი 2026, 17:02
      #11

      მეც ეგ პრობლემა მქონდა, მეილზე მივწერე ადმინისტრაციას და დამეხმარნენ. მიწერე და აღადგენ შენც უპრობლემოდ ანგარიშს

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 12 მაი 2026, 01:40
    #5

    100 ქულა არაა საოცნებო, რადგან ერთხელ მიაღწია, 101 რომ იყოს კი ბატონო.

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 12 მაი 2026, 00:53
    #4

    ძლივს დავრეგისტრირდი, საიტი მაგრად ურევს და იმედია გამოსწორდება. Vaiman vamsdrane ვარ ძმებო. გილოცავთ რეალის გაუპატიურებას.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 11 მაი 2026, 22:43
    #3

    სშესნი რა კაცია სახურავზე ზის სიგარეტს ეწევაა 😂😂😂😂

  • MushvaN
    MushvaN გულშემატკივარი
    schedule 11 მაი 2026, 18:56
    #1

    Visca Barca
    გილოცავთ ყველას, იმედია ლაპორტა დაგვეხმარება ტრანსფერებით..
    რა მაინტერესებს,არ ვიცი რამდენად ადევნებთ თვალს,ვესთ ჰემში როა კრსენსიო დანერგილი
    გუნდის შედეგებით თუ არ გავნსჯით,ძალიან სწრაფი და ტექნიკურია,რასაც ვუყურე აწიოკებს ფლანგს,აპრესინგებს და უკანაც ჩამოდის,
    ჩემი აზრით ფლიკის ხელში მაგრად განვითარებოდა

    • MushvaN
      MushvaN გულშემატკივარი
      schedule 11 მაი 2026, 18:57
      #2

      კრისენსიო სამერვილი უნდა ეწეროს🤦😅😅😅😅
      ტელეფონმა ყველაფერი აურია