ცოტა ხნის წინ დასრულებული “ელ კლასიკო” “ბარსელონასთვის” “რეალ მადრიდთან” ოფიციალურ მატჩში რიგით 106 გამარჯვება გამოდგა. ამ მაჩვენებლით კატალონიურ და მადრიდული გუნდები გათანაბრდნენ.
დღეის მდგომარეობით “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” 264 ოფიციალური თამაში აქვთ ერთმანეთში ჩატარებული. ორივე გუნდის ანგარიშზე 106 მოგებაა, ბურთებში კი მცირე უპირატესობა “ბლანკოსს” აქვს – 444-441.
ბოლოს ასეთი თანაფარდობა 2019 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 მარტამდე იყო. 2019 წლის 27 თებერვალსა და 2 მარტს “ბარსამ” მადრიდში ზედიზედ 2-ჯერ მოიგო – თასზე 3-0 და ლა ლიგაში 1-0. შედეგად კატალონიელები მადრიდელებს ჯერ გაუთანაბრდნენ, შემდეგ კი წინ გაიჭრნენ. იმავე წლის დეკემბერში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, რასაც “რეალ მადრიდმა” ზედიზედ 5 “ელ კლასიკოს” მოგება მოაყოლა. მას შემდეგ “ბლაუგრანა” დაწევას უშედეგოდ ცდილობდა, სანამ არ გამოჩნდა ჰანსი ფლიკი, რომელმაც “რეალ მადრიდს” 7 დაპირისპირებიდან 6 მოუგო.
ამხანაგურებში ხო თვლა აღარა აქვს ბარსას უპირატესობას.
ფლიკი რომ მოდიოდა ვთქვი ეგ, ეს კაცი აღმოფხვრის იმ ჩამორჩენასთქო. თესლი კაცია.
წინაც მალე გავალთ
მაგარი კაცია ჰანს. ამ შემადგენლობით რამდენს აღწევს.
მაგას ვიძახი, ტიპი მოსვლიდან არა სრულ 2 წელში ამხელა შედეგზე გავიდა, უბრალოდ თამასა იმხელაზე აქ ბარსას აწეული, რომ უჩლ-ს ვერ მოგება ანეიტრალებს ამდენ ტიტულს, არა დაა ლა ლიგა და ზოგადად ეესეთი გრძელი ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო არ არი მარტივი, თან შემადგენლობასაც, რომ შევხედოთ ხომ საერთოდ, ფანტასტიკააა, ზოგი იმას იძახის, რომ ამ ბარსელონას და ამ სასტავის მაქსიმუმი ეგ არიო, ტიპები ისე არიან დაბოღმილები ვითომ 2 სეზონში 5 ტიტულს იგებდეს მათი საყვარელი ნახირი..რავი ატლეტიკომ ან რეალმა რაც დახარჯეს მაგათი ნახევარი, რო ბარსას დაეხარჯა ალბათ ლიგასაც მოვიგებდით, თან პლიუს ამას 11 ფრხბურთელს და მსაჯს ეთამაშო არ არი მარტივი…იმედია სწორი ტრანსფერები გაკეთდება და ლიგაც მოვა