workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის გოლი და 2 საგოლე გადაცემა ავსტრალიასთან

ნეიმარის გოლი და 2 საგოლე გადაცემა ავსტრალიასთან

“ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს, ავსტრალიასთან გაიბრწყინა. 6:0 მოგებულ შეხვედრაში, 21 წლის ფეხბურთელმა აქტიური მონაწილეობა 4 გოლში მიიღო.

ანგარიში ნეიმარის აქტიურობის შედეგად გაიხსნა. ბერნარდზე მისი კარგი ჩაწოდების შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო ჟომ შედეგიანად დაამატა. 36-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულმა ნეიმარმა თავად გაიტანა, ხოლო 73-ე და 84-ე წუთებზე, მან შედეგიანად პატუსა და ლუიზ გუსტავოს უპასა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward