workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისტორიაში მერვედ და პირველად 2016 წლის შემდეგ

ისტორიაში მერვედ და პირველად 2016 წლის შემდეგ

“ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგებამდე ძალიან ცოტა აშორებს. დარჩენილ 4 ტურში კატალონიელებს მხოლოდ ორი ქულის აღება სჭირდებათ, ან ერთის, თუ ეს ერთი ქულა “რეალ მადრიდთან” მატჩში იქნება მოპოვებული.

უახლოეს მდევართან ასეთი უპირატესობა ჰანსი ფლიკის გუნდმა მოგებათა შთამბეჭდავი სერიის წყალობით მოიპოვა. “ბლაუგრანამ” ლა ლიგაში ზედიზედ 10 თამაში მოიგო.

ესპანეთის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ გათამაშებას “რეალ მადრიდი” ლიდერობდა, რომელსაც 60 ქულა ჰქონდა. “ბარსელონა” მადრიდელებს 2 ქულით ჩამორჩებოდა. მას შემდეგ გამართული 10 მატჩიდან დედაქალაქელებმა 5 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 დათმეს, ანუ 30 ქულიდან თავი მხოლოდ ჩვიდმეტს მოუყარეს. “ბარსელონამ” კი ათივე შეხვედრაში იმარჯვა, რისი წყალობითაც კონკურენტს 11 ქულით უსწრებს.

“ბარსელონას” ლა ლიგის ერთ სეზონში ზედიზედ 10 ან მეტი თამაში აქამდე 7-ჯერ მოუგია. უკანასკნელად ასეთი რამ 2025/16 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ლუის ენრიკეს მიერ გაწვრთნილმა “ბლაუგრანამ” ზედიზედ 12-ჯერ იმარჯვა. რეკორდი კი ზედიზედ 16 მოგებაა – ეს შედეგი “ბარსამ” 2010/11 წლების სეზონში, პეპ გვარდიოლას დროს დააფიქსირა.

მიმდინარე გათამაშებაში დარჩენილი 4 თამაშის მოგების შემთხვევაში “ბარსას” მოგებათა 14-მატჩიანი სერია გამოუვა, რაც კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი იქნება. ასეთივე შედეგი კატალონიელებს 2005/06 წლების სეზონში ჰქონდათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 06 მაი 2026, 19:55
    #1

    მომდევნო წელს უნდა ვნახოთ ამ გუნდის პიკი

    • nika 54
      nika 54star ლეგენდა
      schedule 07 მაი 2026, 06:18
      #2

      თუ სასტავი გააძლიერეს.