“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში “ოსასუნასთან” სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ. ვეთამაშებით ძალიან გამოცდილ, ძლიერ გუნდს, რომელსაც ბუდიმირის მსგავსი შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს და ფანტასტიკური ატმოსფერო აქვს. იმავე დონეზე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩში “ხეტაფესთან” ვითამაშეთ. იმედი მაქვს, თავისუფალ სივრცეებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.
მახსოვს “ოსასუნასთან” სტუმრად ჩატარებული მატჩი, რომელშიც დავმარცხდით. მაშინ სასტარტო შემადგენლობაში ბევრი რამ შევცვალეთ და ხვალ ეს აღარ მოხდება. კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ასევეა “ოსასუნაც”. მათ ევროპაში თამაშის შანსი აქვთ. სიტუაციები განსხვავდება, მაგრამ მზად ვართ.
არ ვიცი, შეძლებს თუ არა კრისტენსენი სეზონის ბოლო რომელიმე მატჩში მონაწილეობას. ბერნალი ხვალ განაცხადში იქნება და შესაძლოა, ითამაშოს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში დანიშნული პენალტები და სამსაჯო სტანდარტები? სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრი არ მინდა.
იამალი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ესპანეთის ნაკრების ექიმებთან კონტაქტში ვართ. ლამინი კარგად პროგრესირებს. მას მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ. იამალს გამოსაჯანმრთელებლად დრო აქვს.
ჩავი ესპარტის შესაძლებლობებს ვაფასებ. ის მომდევნო სეზონისთვის კარგი ვარიანტია.
შეგვიძლია თუ არა პსჟ-სა და “ბაიერნის” მსგავს გუნდებთან კონკურენცია? დიახ, 100%-ით.
რაფინია არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის 100%-ით იხარჯება. მას რამდენიმე რთული დღე ჰქონდა და მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდა. ის პამპლონაში ჩვენთან ერთად გაფრინდება, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ის ჩვენი ერთ-ერთი კაპიტანია.
ლევანდოვსკის მომავალი? ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენ შორის რჩება. ფოკუსი დარჩენილ 5 მატჩზე გვაქვს. როდესაც სეზონს დავასრულებთ, ამ საკითხზე ისევ ვისაუბრებთ. ვნახოთ, რა მოხდება.
ხალხის სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობ. ეს ფანტასტიკურია, ძალიან მადლიერი ვარ. ეს ჩემთვის პატივია. როდესაც “ბარსას” მსგავს გუნდს წვრთნი, საქმე ტიტულების მოგებას ეხება და მეც და ჩემს შტაბსაც მხედველობაში ეს მიზანი გვქონდა. ამ კლუბში ფანტასტიკური ატმოსფეროა, მათ შორის გასახდელშიც.
შეიძლება გყავდეს საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ ტიტულების მოსაგებად საუკეთესო გუნდი გჭირდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ ვმართავთ საკუთარ თავს, როგორ ვთამაშობთ ერთად და ერთმანეთისთვის. ეს ფაქტორები ქმნის სხვაობას და სწორედ ეს მახარებს. ფეხბურთელები ამ კლუბისთვის ყველაფერს აკეთებენ და ეს აშკარაა.
100 ქულა? ციფრები დიდად არ მაინტერესებს. ჩემთვის ყველა მატჩის მოგება შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ძლიერი მეტოქეები გვყავს. ჩვენი საუკეთესო დონე უნდა ვაჩვენოთ. ეს ჩვენი ფილოსოფია და მენტალიტეტია. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ. გუნდი 100%-ით კონცენტრირებულია.
მოსაგებია
თუ არავინ უყიდეს დამძრეული აქვს
ჯოაო პედროზე რას იტყვით? ახალგაზრდაა სწრაფი ტექნიკური და კარგი ფიზიკური მონაცემებით არ უნდა იყოს რთული ჯოაოს გაფორმება მითუმეტეს რო ჩელსი ლიგაზე ვერ ითამაშებს
ახლა არაა ექსპერმეინეტების დრო ჯობია გუნდს რომ 100% გამოადგება ისეთი ფორვარდი და მხვეკი იყიდონ როკეზე გარისკეს გასარისკი უკვე
19 გოლი აქვსო ამ სეზონში და რა ვიცი პრემიერლიგისთვის არ არის ცუდი შედეგი.
ჩემი უფროსი ძმა ხარ ჰანს,ძაან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ😁❤️ მთელ მართველ სტაფს თავის პრეზიდენტიან ბორდიან და სპორტულ დირექტორიანად მირჩევნიხარ და კიც ჯობიხარ რეალურად✊ თუ არ მოგიყვანეს უმაღლესი დონის ცხრიანი და უმაღლესი დონის მემარცხენე ცენტრალური მცველი დაკარი ფეხი და აუდე მაგ ყლეობიდან. ჩემ თვალში მართალი იქნები ჯიგარო❤️
“ხალხის სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობ. ეს ფანტასტიკურია, ძალიან მადლიერი ვარ.
შეიძლება გყავდეს საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ ტიტულების მოსაგებად საუკეთესო გუნდი გჭირდება”.
მწვრთნელი, რომელიც დაშლილ გუნდში მოვიდა და ორ სეზონში უკვე მე-5 ტიტულს იგებს, რაშიც არავის ეჭვი აღარ ეპარება, ასეთი თავმდაბალია. მოურინიოსაგან განსხვავებით 3-წლიან კონტრაქტს კი არ ითხოვს, რომელმაც ასეთი გზით უკვე 100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, როცა უტიტულოს გუნდიდან დროზე ადრე უშვებდნენ და გუნდისგან მაინც იღებდა ხელფასს, უმუშევარი. ეგ კი არა ხელფასი რამდენი აქვს ისიც არ ვიცით. ქვემოთ დავგუგლე და 10-ეულშიც კი არ არის, ნახეთ სიმეონეს ხელფასი, რომელსაც არაფერი არ მოუგია ბოლო სეზონებში.
გთავაზობთ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოქმედი სპეციალისტს
1. სიმონე ინძაგი (ალ-ჰილალი) — €26 მილიონი
2. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო მადრიდი) — €24 მილიონი
3. პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) — €23 მილიონი
4. ლუის ენრიკე (პსჟ) — €12 მილიონი
5. მიკელ არტეტა (არსენალი) — €12 მილიონი
6. ანტონიო კონტე (ნაპოლი) — €11 მილიონი
7. ლუჩიანო სპალეტი (იუვენტუსი) — €11 მილიონი
8. კარლო ანჩელოტი (ბრაზილია) — €9 მილიონი
9. მასიმილიანო ალეგრი (მილანი) — €9 მილიონი
10. ჯან პიერო გასპერინი (რომა) — €9 მილიონი
გაგეცინება კაცს, როგორ უხმაუროდ ასრულებს თავის საქმეს და ალბათ არც ფიქრობს ხელფასი ოდნავ მაინც, რო მოუმატონ.
ჟოაო პედრო უნდა ბარსასო… თუ ვინმემ პორტუგალიურად რამე სიტყვა იცის ყველას გუნდში მოთრევა უნდა ამ სირ დეკუს შეგვრჩება ზაფხულსი ბოლოს ჟოაო პედრი ან გონსალუ რამოსი
ვირჯილი როგორ გაყიდეს რაა
დაბრუნების უფლება აქვთ კიდეკაი და იმედია მიხვდებიან ტორეც რომ დააბრუნონ არ იქნება ცუდი
წინა თამაშში რა გოლი გაიტანა… გამოცდილება უნდა და კარგი მოთამაშე დადგება
დიაკდე 100 ქულა ჰანსი კვირას უნდა გავხდეთ ჩემპიონები აუცილებლად ესპანიოლმ ცხოვრებაში 1 კარგი რამ უნდა ქნას 😂 და ახალგაზრდები მოოღებენ შანსს შემდეგ თამაშებში