workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ESPN: “ბარსა” ალვესს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

ESPN: “ბარსა” ალვესს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

“ბარსელონას” ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა, შესაძლოა, გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიელებს 30 წლის სამხრეთ ამერიკელისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთავაზებიათ.

ალვესის კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის. ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსა” ბრაზილიელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას, ამ ეტაპზე, არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კატალონიელებს ფეხბურთელის უფასოდ გაშვება არ სურთ, მათ მისი მომდევნო ზაფხულში გაყიდვა მოუწევს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ალვესის შეძენით “პარი სენ ჟერმენია” დაინტერესებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward