ბარსელონას შთამბეჭდავი შედეგი: 85 ქულა 33 ტურში და ისტორიული მაჩვენებელი

ბარსელონას შთამბეჭდავი შედეგი: 85 ქულა 33 ტურში და ისტორიული მაჩვენებელი

“ბარსელონამ” ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონში შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა. 33 ჩატარებული მატჩის შემდეგ კატალონიური კლუბის აქტივში 85 ქულაა. ცნობილი სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

მიმდინარე სეზონში გამართულ 33 შეხვედრაში გუნდმა 28-ჯერ გაიმარჯვა, 1 მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა.

ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში (გამარჯვებაზე სამი ქულის მინიჭების სისტემის პირობებში), 33 ტურის შემდეგ 85-ზე მეტი ქულის მოპოვება აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა. აღსანიშნავია, რომ სარეკორდო მაჩვენებელიც თავად “ბარსელონას” ეკუთვნის. კერძოდ, 2010/11 წლების სეზონში კატალონიელებმა ანალოგიურ ეტაპზე 88 ქულა დააგროვეს.

საბოლოოდ მოპოვებული ქულების მხრივ ლა ლიგაში რეკორდი 2011/12 და 2012/13 წლებში დამყარდა. პირველ შემთხვევაში “რეალ მადრიდმა”, ხოლო ერთი წლის შემდეგ “ბარსელონამ” 38 ტურში თავი 100 ქულას მოუყარეს. თუმცა მაშინ 33 ტურის შემდეგ მადრიდელებს 82, ხოლო კატალონიელებს წლევანდლის მსგავსად 85 ქულა ჰქონდათ. დარჩენილი ხუთივე თამაშის მოგების შემთხვევაში ჰანსი ფლიკის გუნდი ისტორიულ რეკორდს გაიმეორებს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 29 აპრ 2026, 12:24

    ლიგა აღარ გვაქვს სათამაშო და რატომაც არა

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 26 აპრ 2026, 23:53

    არ გამოვა ეს განმეორება. როცა გაინაღდებენ ჩემპიონობას მერე დაიკიდებენ და ქულებსაც გაანიავებენ.
    ოსასუნასთან შემდეგი თამაში ფრე მგონია.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 აპრ 2026, 21:37

    კარგი იქნებოდა, მაგრამ მე კლასიკოს მოგება მეყოფოდა. გინდა ყველა წაგვეგო. ჩემპიონები მაინც გავხდებით.