workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს მესამე სეზონი ”ბარსელონაში”

პიკეს მესამე სეზონი ”ბარსელონაში”

ჟერარ პიკე განაგრძობს მზადებას ახალი სეზონისთვის. როგორც იცით ის ორი წლის წინ დაბრუნდა ”ბარსელონაში”. პიკე ერთი წლით განათხოვრებული იყო ”სარაგოსაში”, ორი სეზონი კი ”მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა. 23 წლის ცენტრალური მცველი ”ბლაუგრანას” 2008 წლის 27 მაისს დაუბრუნდა, რაც პეპ გუარდიოლას დამსახურებაა. მან კატალონიურ კლუბში დაბრუნებით ოცნება აიხდინა.

  პიკეს დებიუტი ”ბარსაში” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კრაკოვის ”ვისლას” წინააღმდეგ შედგა. ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მცველია არა მარტო ესპანეთის ჩემპიონატში, არამედ მსოფლიოშიც. მან უკვე 86 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ”ბარსელონაში” და თავი არა მარტო დაცვაში, არამედ შეტევებშიც გამოიჩინა. მას ამ დროის განმავლობაში 20 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და მხოლოდ ერთხელ მოუხდა მოედნის დატოვება წითელი ბარათის გამო. პიკემ შვიდჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, აქედან ერთი გოლი ”მადრიდის რეალს” გაუტანა იმ მატჩში, რომელიც ”ბარსამ” ”რეალს” 6-2 მოუგო. დღეს ის ”ბარსელონას” შეუცვლელი წევრია.

 

 

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში