მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა, ჟოაო მირანდამ ესპანეთის სუპერთასზე “ბარსელონას” წინააღმდეგ განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართება, კომენტარი გააკეთა. იტყობინება, ესპანური პრესა.
სუპერთასის პირველი მატჩი, რომელიც მადრიდში გაიმართა ფრედ, (1:1) დასრულდა.
“ლიონელ მესი და ნეიმარი – ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც დაუჯერებელ საფეხბურთო თვისებებს ფლობენ. ნეიმარი საფეხბურთო კუმირია, ბრაზილიაში მესი კი, არგენტინაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როდესაც მესის დონის ფეხბურთელი შენს წინააღმდეგ არ თამაშობს. ყველაფრის მიუხედავად, “ბარსელონაში” ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს და საჭიროა, რომ შესაფერისად მოვემზადოთ მათთან მორიგი დაპირისპირებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ მორიგ დაპირისპირებაში ფავორიტები კატალონიელები არიან, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.” – განაცხადა, მირანდამ.