workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სორინი: “მარტინოს კონცეფციები შეესაბამება “ბარსელონას” ფილოსოფიას”

სორინი: “მარტინოს კონცეფციები შეესაბამება “ბარსელონას” ფილოსოფიას”

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ხუან პაბლო სორინი, თვლის, რომ ბარსას ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ხერარდო მარტინო დანიშნა, იტყობინება ესპანური პრესა.

სორინს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ არგენტინელი სწორედ ის სპეციალისტია, რომელსაც ლურჯ-ბროეწულისფერების მეთაურობით დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.

“მარტინოს დებიუტი გუნდში შედგა. ეს შესანიშნავი ფეხბურთის დემონსტრაცია იყო. “ლევანტესთან” მატჩის პირველი ტაიმი კი საერთოდაც ისტორიაში შევა. კარგი ფეხბურთი მარტინოს სისხლში აქვს. მისი კონცეფციები “ბარსელონას” ფილოსოფიას შეესაბამება”, — თქვა სორინმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward