“ლევანტეს” თავკაცი, ხოაკინ კაპაროსი, ეროვნული პირველობის პირველ ტურში გასვლით მატჩში თავისი გუნდის “ბარსელონასთან” დამარცხებით ძალიან დამწუხრებული იყო, იტყობინება ესპანური პრესა.
სტუმრებმა შვიდი ბურთი გაუშვეს, საპასუხოდ კი ვერც ერთის შეგდება ვერ მოახერხეს.
“მე “ბარსელონას” თამაშში დიდი ტაქტიკური ცვლილებები არ შემიმჩნევია. უბრალოდ ამ გუნდის ფეხბურთელებს ძალიან სწყურიათ გამარჯვება. ჩვენ გვესმოდა, რომ წინ დიდი დაპირისპირება გველოდა, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით საიმისოდ, რომ ღირსეულად გვეთამაშა. თუმცა მოთამაშეები გატყდნენ. რაც შეეხები გუნდების შანსებს ეროვნულ პირველობაში, ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” იბრძოლებს”. — განაცხადა კაპაროსმა.