ნელ–ნელა იწყება ევროპის სხვადასხვა ნაციონალური ჩემპიონატი. სტარტი აიღო ინგილისის პრემიერ–ლიგამ, მალე დაიწყება ლა ლიგაც, შესაბამისად სატრასნფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება. “სიტი” მაინც არ ყრის ფარხმალს იბრაჰიმოვიჩის გადმობირებასთან დაკავშირებით.
რამდენჯერმა “ბარსელონამ” ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა, ახლა სიტი თვით ფეხბურთელის დათანხმებაზე გადავიდა. მანჩესტერული კლუბი მზად არის არ დაიშუროს არანაირი თანხა შვედი ცენტრფორვარდის გადაბირებისთვის. “სიტის” არაბი მფლობელები 116 მილიონ ევროს პირდებიან იბრაჰიმოვიჩს. თუკი ეს ტრანსფერი შედგა, ზლატანი ერთ–ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება არამარტო ევროპაში არამედ მთელს მსოფლიოში.
უახლოეს მომავალში, “სიტი” აპირებს კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთოს “ბარსელონას” იბრასთან დაკავშირებით და კიდევ ამ ტრანსფერში ასევე არ დაიშუროს ბრაზილიელი შემტევი რობინიო.
წყარო: sport.es


