workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილია”–”ბარსელონა”. ბოიანი და ადრიანო მატჩის შემდეგ

“სევილია”–”ბარსელონა”. ბოიანი და ადრიანო მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ ორი დღის წინ გაიმართა ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის (3:1). მატჩის შემდეგ კატალონიელმა ფეხბურთელებმა, ბოიან კრკიჩმა და ადრიანო კორეიამ თავისი აზრი გამოთქვეს თამაშის შესახებ.

“ჩვენ კიდევ გვაქვს 90 წუთი მათთან საბრძოლველად. 21 აგვისტოს “ბარსელონა” ითამაშებს საკუთარ მოედანზე, რაც უდიდესი პლიუსია, რადგან კატალონიელები მართლაც ნამდვილი გულშემატკივრები არიან და დარწმუნებული ვარ ისინი ამ შეხვედრაში ჩვენთვის მე–12 მოთამაშესავით იქნებიან.” განაცხადა ადრიანომ.

“ძალიან ვწუხვარ “ბარსელონა” რომ დამარცხდა. ჩვენ პირველ ტაიმში აშკარა უპირატესობა გვქონდა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა შექმნეს რამდენიმე მომენტი და კარგადაც გამოიყენეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ შეტევის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელებს ნამდვილად გვაკლდა იღბალი. ამის მიუხედავად დარწმუნებული ვარ “ბარსელონა” დამაჯერებლად დაამარცხებს “სევილიას” “ნოუ–კამპზე.” განაცხადა ბოიანმა.

წყარო: championat.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward