workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაქტები პოლონეთიდან

ფაქტები პოლონეთიდან

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს “ლეხია”–”ბარსელონას” დაპირისპირებიდან, რომელიც ანგარიშით 2–2 დასრულდა.

  • გდანსკში ჩატარებული მატჩი არა მხოლოდ ნეიმარისთვის, არამედ ფრან ბაგნაკისთვისაც სადებიუტო იყო. კამერუნელი ცენტარლური მცველი მოედანზე 63–ე წუთზე გამოვიდა, მან მარკ ბარტრა შეცვალა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა გულშემატკივრებზე.
  • “ლეხიას” წინააღმდეგ მატჩში მოედანზე ყველაზე მეტი დრო ალექსის სანჩესმა დაჰყო, მან 78 წუთის განმავლობაში ითამაშა, ამ მხრივ მეორეა ლეო მესი, რომელიც 77 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა მოედანზე. რაც შეეხება ხუან რამონს, მან ტელიო შეცვალა 21 წუთზე და 70 წუთი ითამაშა.
  • “ლეხიასთან” გატანილი გოლის შემდეგ ლეო მესის დონგუსთან ერად მიმდინარე პრესეზონზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. სეხი რობერტომ კი გუშინდელ მატჩში მიმდინარე პრესეზონზე პირველი გოლი გაიტანა.
  • პინტოს კარში გატანილი ორივე გოლი თავური იყო. პირველი მას “ბაიერნის” კაპიტანა ფილიპ ლამმა, ხოლო მეორე ლეხიას ფეხბურთელმა მადერამ გაუტანა.
  • მიმდინარე პრესეზონში კატალონიელებმა ცხრა გოლი გაიტანეს და ოთხი მიიღეს საკუთარ კარში.
  • ბოლოს “ბარსელონამ” პრესეზონის მატჩი ფრედ 2012 წლის 8 აგვისტოს დაასრულა. კატალონილები “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდნენ, მატჩი გატანილი -გოლის გარეშე დასრულდა. ოთხი დღის შემდეგ კი “ბარსელონამ” პსჟ-სთან ითამაშა ფრედ 2–2.
  • კატალონეილებს პოლონეთში 6 ოფიცილაური შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც მათ ოთხი მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ “ბარსას” ფეხბურთელებმა მატჩი დათმეს.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward