workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”: არჩევანი 5 ელიტურ მცველს შორის

“ბარსელონა”: არჩევანი 5 ელიტურ მცველს შორის

კატალონიის “ბარსელონას” კვლავ აქვს იმედი, რომ სეზონის დაწყებამდე ყველაზე საჭირო პოზიციაზე ტრანსფერს განახორციელებს და გუნდში ახალ ცენტრალურ მცველს მოიყვანს. იტყობინება, Daily Mail.

როგორც ბრიტანული გამოცემა იტყობინება, კატალონიური კლუბის ახალი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო უკვე შეხვდა სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას და იმ ფეხბურთელების სია წარუდგინა, რომლებიც მისი თვალსაზრისით ესპანეთის ჩემპიონს გააძლიერებს. მარტინოს აზრით ეს ფეხბურთელები შეიძლება იყვნენ: ვენსან კომპანი (“მანჩესტერ სიტი”), თომას ვერმალენი (“არსენალი”), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), დავიდ ლუისი (“ჩელსი”) და დანიელ აგერი (“ლივერპული”).

“ბარსელონას” ინტერესი ამ 5 ფეხბურთელზე გუშინ საღამოს ნამდვილად არ გაჩენილა, თუმცა ხუთეულიდან კატალონიელებს ნებისმიერი ვარიანტის შეძენა გაუჭირდებათ. მაგალითად, დანიელ აგერმა “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2016 წლამდეა გათვლილი. დავიდ ლუიზზე კი მთავარ იმედებს ჟოზე მოურინიო ამყარებს და მან უარი განაცხადა 40 მილიონი ევროს შემოთავაზების განხილვაზე, “ბაიერნის” მხრიდან. ყველაზე რეალური ვარიანტი კი, თომას ვერმალენია, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გუნდში კაპიტნის სამკლავურიც მიიღო თუმცა, ძირითად შემადგენლობაში კონკურენცია მერტეზაკერთან და ლორან კოშელნისთან დათმო. 

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მიწურულს, “ბარსელონამ” გუდიდან ერიკ აბიდალი გაუშვა, ასევე ვერ შესძლო ბრაზილიელი, ტიაგო სილვას შეძენა პსჟ-დან. ხერარდო მარტინოს განკარგულებაში კი ამჟამად მხოლოდ, კარლეს პუიოლი და ჟერარ პიკეა, ცენტრალური მცველის პოზიციებზე. მათი ჩანაცვლება კი მხოლოდ ხავიერ მასკერანოს და ალექს სონგს შეუძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward