workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილია” – ”ბარსელონა” (სუპერთასის სავარაუდო შემადგენლობა)

“სევილია” – ”ბარსელონა” (სუპერთასის სავარაუდო შემადგენლობა)

(ელმუნდოდეპორტივოს სავარაუდო. გადიდებისთვის გახსენით სურათი ცალკე ფანჯარაში)

დღეს თბილისის დროით 23:30 ,,ბარსელონა” სევილიაში გამართავს ესპანეთის სუპერ თასის პირველ შეხვედრას. კატალონელებს არ ეყოლებათ 8 მსოფლიო ჩემპიონი (+ კასერესი) – ისინი ბარსელონაში დარჩნენ და გუშინ პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს.

დღეს ძირითადში ვერ მოხვდება სავარაუდოდ ლეო მესიც. მას ,,მეტი თამაში აქვს ჩატარებული ვიდრე ვარჯიში” განაცხადა გვარდიოლამ. მესი, ისევე როგორც ალვეში ალბათ შეცვლაზე გამოვლენ. დაცვაში კი საინტერესოა, ვის ათამაშებს გვარდიოლა – ახალგაზრდა და უნიჭიერეს სერხი გომესს, თუ გამოცდილ აბიდალს. შეტევაში ,,ბარსას” იმედი ზლატანია, რომელიც ,,ლუპის ქვეშ” იქნება, ვინაიდან მისი განათხოვრების შესახებ საუბრები არა და არ წყდება.

კარში სავარაუდოდ პენალტების მოგერიების ოსტატად ცნობილი რუბენ მინიო ჩადგება. ამ მეკარეს კარიერაში 6-დან 5 პენალტი აქვს აღებული (,,ბარსას” მეორე გუნდის რიგებში). რუბენი უკვე მე-11 წელია რაც ,,ბარსაშია” და ბუსკეტსი-მამის აღმოჩენად ითვლება, სწორედ მან გაუხსნა გზა მინიოს ,,ბარსას” ახალგაზრდული გუნდის ძირითადისკენ რამდენიმე წლის წინ. მინიოს სამეკარეო იდეალები ვალდესი, ბუფონი და რეინა არიან.

გვარდიოლა იმედებს არ უკარგავს ოიერსაც, უნსუეს მიერ ნაყიდი ბასკი მეკარე გვარდიოლას ,,ბარსა ბ”-ს მწვრთნელობის დროს ძირითადი მეკარე იყო. ლუის ენრიკეს მწვრთნელობისას კი იგი და მინიო თანაბრად ინაწილებდნენ სათამაშო დროს.

სურათზე: ,,ბარსას” და ,,სევილიას” ყველა ამხანაგური ჩატარებული წლევანდელი ,,პრეტემპორადის” დროს

 ,,სევილია” სულ 37 დღეა რაც შეიკრიბა – ,,ბარსა” – 26

,,სევილიამ” უკვე  41 ვარჯიში ჩაატარა – ,,ბარსამ” – 32

5 ,,სევილიელი” თამაშობდა მსოფლიოზე – 14 ,,ბარსელონელი” თამაშობდა მსოფლიოზე

,,სევილიამ” ,,პრეტემპორადა” 8 ივლისს დაიწყო – ,,ბარსამ” 19 ივლისს

 

შეხვედრას ასტურიელი მსაჯი მუნის ფერნანდესი მოემსახურება.

 

კატალონური ,,ელ პერიოდიკოს” სავარაუდო:

 

კატალონური ,,ელ 9”-ს სავარაუდო:

 

 

,,მარკას” სავარაუდო:

 

 

წყარო: elmundodeportivo.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში