“ბარსელონას” ახალი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს პრეზენტაცია და პირველი პრესკონფერენცია პარასკევს, ადგილობრივი დროით 13 საათზე (თბილისის დროით 15 საათზე) გაიმართება. მხარეები კონტრაქტზე ხელს იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 30 წუთზე მოაწერენ.
ხერარდო მარტინო ბარსელონაში ხუთშაბათს საღამოს ჩავა. იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 18 საათსა და 30 წუთზე, ის ფოტოგრაფების წინაშე წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ ტატა მარტინო, რომელიც ტიტო ვილანოვას შეცვლის, “ბარსელონას” მომდევნო 2 წლის განმავლობაში უთავკაცებს.