გაზეთ Ecodario-ზე დაყრდნობით, ესპანური “ბარსელონა” რამდენიმე საათში გაუკეთებს ოფიციალურ შეთავაზებას ინგლისურ “ლივერპულს” ხავიერ მასკერანოს თაობაზე. სანდრო როსელი აპირებს არგენტინელში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა მარტო ეს არ კმარა. კატალონიელი ნახევარმცველი ალექსანდრე გლები არ შედის მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მომავალ გეგმებში. სწორედ ამიტომ “ბლაუგრანა” აპირებს ფულთან ერთად მერსესაიდელებს ბელარუსიელიც შესთავაზოს. ინგლისური კლუბის თავკაც როი ჯონსონს ძალიან მოსწონს გლები. თუკი ეს ტრანსფერი შედგება, ლურჯ–ბროწეულისფერები რა თქმა უნდა დაფარავენ იმ ცარიელ ადგილს, რაც იაია ტურეს წასვლის შემდეგ დარჩა გუნდში; თუმცა ამასთან როსელი აასრულებს პეპის ერთ–ერთ მოთხოვნას.
წყარო: barcamania.com


