კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გამოტყდა, რომ ფეხბურთელი მესუთ ოზილის სახელი, რომელიც ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს, მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგონილიც კი არ ჰქონდა.
“სიმართლე რომ ვთქვა, სახელი ოზილი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგონილიც კი არ მქონდა. რაც შეეხება მის “ბარსელონაში” შესაძლო გადმოსვლას, ამის შესახებ არაფერი ვიცი. თუკი იგი მოისურვებს და ჩაიცვამს ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმას, მაშინ მთელი კატალონია კმაყოფილი დარჩება.” ციტირებს ინიესტას სიტყვებს sport.es.
წყარო: championat.ru