“მალიორკას” მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ლაუდრუპმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ესპანურმა კლუბმა არც უნდა იოცნებოს ქვეყნის ჩემპიონობაზე.
“თუ დააკვირდებით “ატლეტიკოს”, “სევილიას”, “ვილიარეალს” და “ვალენსიას” ნახავთ, რომ ეს გუნდები ბრძოლობენ ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას თასზე გასვლისათვის. ასევე ეს კლუბები ძალიან განსხვავდებიან “ბარსელონას” და “რეალისაგან”. სწორედ კატალონიელები და მადრიდელები არიან ესპანეთის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები. თუკი ამ ორი გუნდიდან ვერცერთი ვერ გაიმარჯვებს პრიმერა დივიზიონში, მაშინ ეს კატასტროფა იქნება.” ციტირებს ლაუდრუპის სიტყვებს FourFourTwo.
წყარო: championat.ru


