“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გაემგზავრება არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში,რომ შეხვდეს ხერარდო მარტინოს და მოლაპარაკება აწარმოოს კონტრაქტის პირობებზე. ხერარდო მარტინო არგენტინულ კლუბს “ნიუელს ოლდ ბოისს” წვრთნის.
თუ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის ხვალ შეიძლება “ბარსელონამ” გვამცნოს 50 წლის არგენტინელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ.
ადრე იყო საუბარი იმაზე, რომ მარტინოს შეიძლება “მალაგა” “სანტოსი” ან “რეალ სოსიედადი” ჩაებარებინა.
შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვამ უკვე დატოვა პოსტი ჯანმრთელობის პრობლემიების გამო.
დღეს “ბარსელონა” მარტინოსთან მოლაპარაკებას გამართავს
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.