workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო “მალიორკაში”?

რივალდო “მალიორკაში”?

შესაძლოა “ბარსას” ლეგენდა, ვიტორ ბორბა პერეირა რივალდო საფეხბურთო კლუბ “მალიორკაში” გადავიდეს. ეს ინფორმაცია გუშინ ესპანურმა AS-მა გაავრცელა, როცა რივალდოსა და მალიორკას თავკაცობის საუბარი ნახეს. დღესვე გაირკვა, რომ ბრაზილიელი ყოველწლიურად 2 მილიონს ითხოვს.
როგორც მოგეხსენებათ “მალიორკა” დღეს ფინანსურ კრიზისს განიცდის. სწორედ ფინანსური სიდუხჭირე გახდა ბალეარული კლუბის ევროპის ლიგის გათამაშებიდან მოხსნა, მაგრამ ისინი მაინც შეეცდებიან მოლაპარაკების გაგრძელებას.

რივალდომ “ბარსას” მაისურით სულ 157 მატჩი ჩაატარა და 86 გოლი გაიტანა. 2002 წელს იგი იტალიურ “მილანში” გადაბარგდა. იქ ერთი წელი დაჰყო და 2004 წელს საბერძნეთს მიაშურა. ბოლო ორი წელი ბრაზილიელი უზბეკური “ბუნიოდკორის” ღირსებას იცავდა. დღეს რივა 38 წლის არის და ნაშთი ძველი დიდებისა მაინც აქვს შემორჩენილი, თან მუხლიც ძველებურად უჭრის თან ისე, რომ “მალიორკაც” მოუხიბლავს და მისი შეფები.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ვიტორ ბორბა რივალდო იმ მცირეოდენ ფეხბურთელთა სიიდანაა, რომლის გოლიც “ბარსას” კარში გულს არ დამწყვეტს, იმდენად ბარსელონელია

[media=http://www.youtube.com/watch?v=i3bHpUMdXlo]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში