დღეს დილას, ”სელტას” წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ვიგოურ გამოცემაში გამოაქვეყნეს, რომ მათ მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე შემოთავაზებები ჯერ არ ყოფილა.
”ასი პროცენტით წყნარად ვართ.. ლუისზე შემოთავაზებები ჯერ არ მოგვსვლია და სავარაუდოდ, იგი შემდეგ სეზონშიც ჩვენთან დარჩება.” – იტყობინება Faro de Vigo.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს შემდეგ ”ბარსელონაში” მოსვლის მთავარ კანდიდატად ხერარდო მარტინო მოიაზრება, მის შემდეგ კი ”ტოტენჰემის” ახალგაზრდა დამრიგებელი, ანდრე ვილაშ-ბოაში.