workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას არ უნდა რობინიო მისი ცუდი ხასიათის გამო

გვარდიოლას არ უნდა რობინიო მისი ცუდი ხასიათის გამო

ესპანური “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარ მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლას შესთაზა “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი რობინიოს ყიდვა, მაგრამ პეპმა უარი განაცხადა, იტყობინება კატალონიური Sport.es.

გვარდიოლამ ნიჭიერი ბრაზილიელი ცუდი ხასიათის გამო დაიწუნა. მისი აზრით “ბარსელონაში” ძალიან მშვიდი და ურთიერთ გაგებული  ფეხბურთელები თამაშობენ, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე ნათლად გამოჩნდა, ხოლო რობინიოს გადმოსვლით კლუბში შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს.

რაც შეეხება თავად რობინიოს, მან განაცხადა, რომ არ უნდა “მანჩესტერ სიტიში” დაბრუნება და სურს გააგრძელოს თამაში ბრაზილიურ “სანტოსში”. შეგახსენებთ, რომ 26 წლის თავდამსხმელი ამჟამად ქალაქელებს ეკუთვნის და არენდის სახით თამაშობს “სანტოსში”.

წყარო: championat.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward