workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის მილია: “პეპი და ტიაგო სრულყოფილნი არიან”

ლუის მილია: “პეპი და ტიაგო სრულყოფილნი არიან”

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ლუის მილია თვლის, რომ ტიაგო ალკანტარა “სრულყოფილ” არჩევანს აკეთებს პეპ გვარდიოლასთან ერთად “ბაიერნში” გადასვლით. იტყობინება, football-espana.

გუშინ გვარდიოლამ აღიარა, რომ იგი “ბარსელონას” 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს სწორედ ამ განცხადების შემდეგ ამას ფეხბურთელის რეაქციაც მოჰყვა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის წევრისათვის ისევე, როგორც ალკანტარასათვის ეს ნაბიჯი სრულიად შესანიშნავია.

“პეპმა, იცის ტიაგო, რადგან მას კონტაქტი ფეხბურთელთან “ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ჰქონდა, ის “ბარსელონას” სტილში მოიქცა და ტიაგო მას იდეალურად ერგება, დიახ ის ნამდვილად ერგება მის გუნდს. ტიაგო მაღალი დონის ფეხბურთელია, ისეთი როგორიც იგია არც თუ ისე ბევრი არსებობს და მას შეუძლია ნებისმიერ გუნდს მოერგოს. ის მიდის იმ გუნდში, რომლის მწვრთნელსაც ის სურს. მან ძალიან ბევრი იცის ფეხბურთელზე ისევე, როგორც ფეხბურთელმა, გვარდიოლაზე.” – განაცხადა, მილიამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward