არც მაშინ, როდესაც კლემენტე “სოსიედადს” წვრთნიდა, არც “ბეტისში” და არც “ესპანიოლის” მწვრთნელობის დროს, მას არასდროს დაუმარცხებია “ბარსა”, მაშინ როდესაც “ბლაუგრანას” ღირსებას პეპი იცავდა. პირველად გვარდიოლა კლემენტეს 1991/92 წლების სეზონში გადაეყარა, მაშინ ბოლოს წინა ტური იყო და “ბარსას” მხოლოდ გამარჯვება აწყობდა. ეს მატჩი ლურჯ–წითლების გამარჯვებით 0–4 დასრულდა, გოლები:კუმანმა, ესუსებიომ, ჩიკიმ და ფერერმა გაიტანეს. მეორედ ეს მოხდა, იანვარში, როდესაც ჩავიერ კლემენტე ბეტისს წვრთნიდა. ამ მატჩშიც ითამაშა გვარდიოლამ და “ბარსამ” 0–3 იმარჯვა. ამ სეზონში გუნდმა ლა ლიგის ტიტული მოიგო. მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოახერხა კლემენტემ “ბარსასთან” ფრე მაინც ეთამაშა, გვარდიოლას კარიერის განმავლობაში. ეს მოხდა 1999/00 წლებში.მაშინ კლემენტე “სოსიედადს” წვრთნიდა. ეს მატი უგოლოდ დასრულდა.
კლემენტეს არასოდეს დაუმარცხებია გვარდიოლა
წყარო:fcbarcelona.cat
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.