”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ექს-მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ”ბარსას” ისტორიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, იტყობინება ესპანური პრესა.
”ლურჯ-ბროწეულისფრების” სათავეში ესპანელმა სპეციალისტმა ყველანაირი მწვერვალი დალაშქრა და ერთ სეზონში სულაც 6 ტიტულის მოგება მოახერხა.
”გუარდიოლა იმსახურებს ჩვენგან პატივისცემას და აღიარებას იმ ”ბარსელონიზმისთვის” და ბრწყინვალე სამუშაოსთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. პეპი იმსახურებს ჩვენ უზომო სიყვარულს იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც მუდამ თან ატარებს.” – განაცხადა ლაპორტამ.